ჩვენ შესახებ

სატრანსპორტო კომპანია ბენე ექსკლუზივი 2017 წელს დაარსდა და
თავდაპირველად პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას
სთავაზობდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს. საქმისადმი პროფესიონალური
მიდგომით ბენე ექსკლუზივმა უმოკლეს დროში მოიპოვა მომხმარებლის
ნდობა და მყარად დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ქართულ ბაზარზე. დღეს
ბენე ექსკლუზივი საქართველოში არსებული ყველაზე მსხვილი
სატრანსპორტო კომპანია და დარგის უპირობო ლიდერია. იგი
ორიენტირებულია მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების
მიწოდებაზე, უსაფრთხოებასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.